Wednesday, July 8, 2009

განათლებას მოწყურებული ახალგაზრდების საფიქრალი და პრობლემატიკა. ანუ არაჟნის დიეტა სჯობს თუ უგულავასი(?)

ინგლისურს მოვრჩით როგორც იქნა და ორი "დაქალი" შინ ვბრუნდებით, მძიმე და დამღლელი გაკვეთილის შემდეგ. მთელი დღე მასწავლებლებთან წანწალისაგან თავი მაქვს ასკდომაზე, ფეხზე ძლივს ვდგავარ და თან გული მიწუხდება, რომ მახსენდება, რამდენი რამე მაქვს ხვალისთვის სასწავლი. ვფიქრობ ჩემთვის რითი დავიწყო რომ მივალ, როდის რა უნდა მოვასწრო...თან ნერვები მეშლება...ვზივარ "მარშუტკაში" და მინდა კიდევ კაი ხანი ვერ მიაღწიოს ამ დანგრეულმა ტრანსპორტმა ჩემს სახლამდე.

- გოგო. - მეუბნება უცებ "დაქალი"
- რა იყო? - იძულებული ვარ ვკითხო მეც
- იმ ბიჭს რა მაგარი ბოტასები ეცვა, ჩვენს მერე რომ მოვიდა, შენს ადგილას რომ დაჯდა.
- ხო გოგო დავინახე. - ვპასუხობ და ვცდილობ გავიხსენო რომელი ბიჭი მოვიდა ჩვენს შემდეგ...ან მოვიდა თუ არა საერთოდ ვინმე...არ მახსოვს.
- გოგო იცი ეხლა რაზე ვფიქრობ? - მეკითხება პაუზის შემდეგ, ძალიან სერიოზულად.
- რაზე? - ვეკითხები მეც დაინტერესებული და ცოტა გაკვირვებული (საერთოდ არცთუ ისე ხშირად ფიქრობს)
- აბა თუ გამოიცნობ? - მკითხა ეშმაკურად.
- არ ვიცი რაზე?
- რაზე და რა ჩავიცვა შაბათს ინგლისურზე.
- აააა (ღმერთო რა დამემართა?! ეს როგორ ვერ გამოვიცანი?)

თავი ფანჯარაზე მაქვს მიყუდებული და მიხარია, რომ კიდევ დიდი დრო დასჭირდება ამ "მარშუტკას" ჩემს სახლამდე მისაჯაყჯაყებლად.

- გოგო რა უნდა გკითხო ეხლა... - მეუბნება ისევ რამდენიმე წუთის შემდეგ.
- აბა? (ვეკითხები უბედური ხმით და ვიცი, რომ რაღაც საოცრება უნდა მითხრას)
- რა და სამშაბათს ხო მეცვა ის ზოლებიანი კაბა... მარა შაბათს რა მეცვა ხომ არ გახსოვს? (ვაიიიჰ!.. არადა ისე ვარ, ზედ თუ არ დავიხედე, მე რა მაცვია ის არ მახსოვს)
- არაა - ვპასუხობ შეწუხებული, უფრო უბედური ხმით.
- ანო, შაბათს ცისფერი LEVIS-ის ჯინსი და ყვითელი მაიკა რომ ჩავიცვა? - კარგახნის ფიქრის შემდეგ მეკითხება.
- რა ვიცი, ჩაიცვი - ნებას ვრთავ მეც.
- მარა გოგო ეგ ჯინსი მსუქანს არ მაჩენს? - ახსენდება უცებ
- არა რა მსუქანს! - დავამშვიდე (უკვე ჩემს ნერვებზე დააბიჯებს)
- კაი მაშინ. ანო, იცი რა უნდა გთხოვო? შენს ყვითელ ბეჭედს ხომ მათხოვებ? ჩემს ყვითელ მაიკაზე წავა და... (ეს ანო როდიდანღა გავხდი ნეტა?)
- აბა რა... - სულ ვაჩუქებ, ოღონდაც ეხლა გაჩუმდეს და...
ცოტა ხანი ხმა აღარ ამოუღია.
- უი, გოგო მართლა, ნახე, ცოტა ხო დავიკელი არა? სამი დღეა არაჟნის დიეტაზე ვარ. (არადა მე რა ვარ და ეს მგონი ჩემზე გამხდარია)
- კი როგორ არა - ვპასუხობ მე და უკვე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სახლს უახლოვდება მარშუტკა.
ჩემი დაქალიც ბედნიერია, იმით რომ დრო ტყუილად არ დაკარგა და მოიფიქრა რა ჩაიცვას შემდეგ გაკვეთილზე... თან გახდა ამ სამ დღეში...

p.s. სიტყვა "დაქალს" ვერ ვიტან.

7 comments:

  1. didebuli debiutia an :* aba shen ici exla maketac moxike saswauli faktebi da gaamdidre blogi tbilisuri realobis sikashkasheebit.. :D :D

    ReplyDelete
  2. ak ra xdeba internacionaluri blogia?

    ReplyDelete
  3. :D :D ara ubralod ori tanaavtori mushaobs :D :D :D erti naciis shvilebi :D :D

    ReplyDelete
  4. tornike (mr.t.t.t)July 11, 2009 at 12:24 AM

    ra xart gogoebi ra xart:) magram reaalobaa....
    :)

    ReplyDelete
  5. hmmm kai iyo... realoba upro axlodan rom dagvanaxe an...

    ReplyDelete
  6. aaaaN tan dietebtaan shen ra cudi shexeba gaaqvs... :D:D:D

    kargi dasawyisi ase gaagrzelee! :]]

    ReplyDelete
  7. ვერც მე ვიტან სიტყვა "დაქალს" ჩემთვის "მეგობარს" უფრო მეტი დატვირთვა აქვს ვიდრე დაქალს ან ძმაკაცს...

    ReplyDelete