Showing posts with label კოშმარული სასოწარკვეთილება. Show all posts
Showing posts with label კოშმარული სასოწარკვეთილება. Show all posts

Saturday, October 10, 2009

ტექნიკამ "უი დედა" რას მიაღწიაო!!! ხშირად გაიგონებთ ფოტო-აპარტითა და "(ვ)სპიჩკით" აღჭურვილი მესამე თაობის მობილური ტელეფონით აღფრთოვანებულ ადამიანთა აღტაცებულ შეძახილებს. და მართლაც, შემოძვრა ჩვენს ცხოვრებაში 21-ე საუკუნის ტექნოლოგია და შეგვირყვნა ტელევიზორ ''გ''ორიზონტის'' კულტი, შემოიჭრა "ნოკია" ჩვენს ცხოვრებაში და მუსიკალური გემოვნება გაგვიფუჭა, შევიძინეთ "პენტიუმები" და სექსუალური ფანტაზიის უნარი დაგვიქვეითდა. კითხეთ 2000 წლის შემდეგ დაბადებულ ნებისმიერ ბავშვს, ვინ იყო "გრენდაიზერი"...ვერ გიპასუხებენ! დიახ! ვერ გიპასუხებენ, რადგან სამგანზომილებიანმა ანიმაციამ დაიკავა ადგილი მათს ჯერად გაურყვნელ გულებში! თანამედროვე ბავშვი ვეღარ "დახურავს" მანქანებს ტეტრისში და პრინციპულად აღარ ითამაშებს დენდის! წლების მანძილზე, ზნეობისა და გონებრივი განვითარების სადარაჯოზე მდგარი "სონები" გაქრა...არა მხოლოდ უბნებიდან, მეხსიერებიდანაც კი. ერთი სიტყვით, 90-იანების კულტურა თავზე გვენგრევა ჩვენ კიდევ ბედნიერები ვათამაშებთ ხელში ეშმაკის ჩამოსხმულ მობილურ ტელეფონებს და გვიხარია, ახალი ინტერნეტი იმდენად ჩქარია, შეგიძლია სამი პორნო ფილმი ერთად გადმოწერო... ჭკვიანი ხალხი ალბათ ყველაფრის მიუხედავად მაინც გულშემატკივრობს ტექნოლოგიურ განვითარებას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მალე ეს აღმასვლა იმ დონეს მიაღწევს, ყველა დღემდე უპასუხო კითხვას გაეცემა პასუხიო. ასე რომ, უახლოეს მომავალში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდეთ. მალე ინტერნეტ სივრცეში გავრცელდება ღმერთის ფოტოსურათი უახლესი განზომილებათაშორისი ციფრულ-ჰუმანოიდური ფოტო აპარატით გადაღებული... ან სულის რენტგენულ გამოსახულებას ვნახავთ მალე...კიდევ საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი შეიძლება გახდეს "ღირებულებათა ჩატვირთვა. ეთიკის კოდირება. კოდის მოხსნა" (ეს ბოლო მობილურს ეხება ისევ(დარჩება)) მოგზაურობა მეზობლის ქვეცნობიერში და ტვინის გაწმენდა ვირუსებისგან. მიუხედავად ესეთი მიღწევებისა მეეჭვება ადამიანის მოკვდავობას რამე მოუხერხოს მეცნიერებამ... კომპლიმენტი, "ადამიანი მოკვდავია" ისევ კომპლიმენტად დარჩება :) თუმცა ერთი კაი 9 მეგაპიქსელიანი ჰიპერ-ტექნოლოგიის შედევრი სმარტფონით შეუძლიათ "ერთი სიცოცხლე" მოუმატონ რომელიმე ქართველს...არ ვიცი მე მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ ამ უსაზღვრო შესაძლებლობათა ხანას რომელსაც მომავალი გვპირდება. ტრადიციული ლობიო სჯობს მწვადის ტაბლეტებს!