Showing posts with label თბილის ქალაქი. Show all posts
Showing posts with label თბილის ქალაქი. Show all posts

Wednesday, July 1, 2009

გააკეთეთ სამასი მეტანია შარვლიანო გოგოებო!

უზომოდ ბედნიერი ჩავჯექი ტაქსში ამასწინათ.(ბედნიერი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ტაქსში ჩავჯექი (ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. თქვენ, ვისაც ტრანსპორტის ამ ღვთაებრივი სახეობით მგზავრობა ყოველდღიურ ამბად გიქცევიათ, ვერასდროს ვერ გაიგებთ რა სიამოვნებაა ქუჩაში დგომა და ფენომენალურად ბევრ ტაქსს შორის საუკეთესოს ლოდინი.(სხვათაშორის ტაქსის იშვიათი მგზავრისთვის, სწორი არჩევანის გასაკეთებლად გემოვნება და შერჩევის ზუსტი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობაა საჭირო. მაგ. ტაქსი არ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების, ხმაურიანი მანქანა და არ უნდა ქონდეს წარწერა TAXI არაბულ, ინდონეზიურ ან რუსლ ენებზე( ამ უკანასკნელ შემთხვევაში წარწერა შედგება მხოლოდ ერთი რუსული T ასოსგან) მაგრამ სხვა რამის მოყოლა მინდა და სად წავედი)))ერთი სიტყვით, ჩავჯექი ამ თანამედროვე, არისტოკრატიულ ტრნასპორტში და ემოციებით დატვირთულმა (სპექტაკლი მქონდა და იქიდან მოვდიოდი) ვერ შევნიშნე როგორ ადვილად დათანხმდა მძღოლი გარეუბნელი ახალგაზრდების ბიუჯეტისათვის შესაფერის ფასად, ისეთ შორეულ მხარეში წაყვანას, როგორიც თემქაა. უკან დავჯექი და მეგობარს ვკითხე თუ გადაიღო სპექტაკლში ის სცენა სადაც ჩემი გმირი, ლადო ასათიანი, აღსარებას ამბობს.ამ დროს მძღოლი მოტრიალდა, შევნიშნე მისი წვერი და სასულირო პირის შესახედაობა.ის სათნო გამომეტყველებით მიყურებდა და დაბალი ხმით მომმართა: - აღსარება მამაოს ჩააბარე სიღუპლე! (ამას გამოთქმით და საყვარლად ამბობდა(ეგრე არ იწერება))მე ვცადე ამეხსნა ჩემი მდგომარეობა, რომ ეს პატარა სცენა იყო, რომელიც ძლიერ გავდა აღსარებას და მაგიტომ ვუწოდე ეგრე. (არადა იდეა აღსარება იყო)მოკლედ ჩემმა განმარტებამ ვერ გაჭრა. პირიქით, ამით იმას მივაღწიე რომ ამ სათნო და კეთილ ადამიანს და როგორც შემდეგ გამოჩნდა, წარმატებულ დემაგოგს, საშუალება მივეცი მთელი თავისი გული გადაეშალა.როგორც ჩანს ჩემმა თავდაჯერებულმა განმარტებამ და საუბრის სტილმა გააღიზიანა და წიგნები გადმომიწყო.
- აჰა განათლებულო ყმაწვილო! წაიკითხე აბა ეს! გადავშალე და ხუცურ დამწერლობას გადავაწყდი. ნერვებმოშლილმა უკან მივუბრუნე და ვუთხარი, რომ ნუსხურს ვერ ვკითხულობ.
- აი ბატონო! სამასი ქულა ავიღე გამოცდაზე და ძალიან წარმატებულად ვისწავლე სიღუპლე! დიდი მომავალი მაქვს ვგონებ. მაგრამ ისიც არ იცით, რომ ეს ნუსხური კი არა, ხუცურია! ჩემი ნება რომ იყოს პირდაპირ გამოცდიდან მოგხსნიდით ამის წაკითხვა რომ არ შეგეძლოთ. (შეიძლება ვცდები, მაგრამ არასასულიერო პირთათვის ხუცურის ცოდნა მემგონი სავალდებულო არასდროს ყოფილა)- ლადო, შმლადო! დიდი ამბავი ვინმე ლადო თუ წაგიკითხავს. ამ წმინდა წიგნებს კითხულობ? - მიმითითა იმ საეკლესიო წიგნებზე, წეღან რის წაკითხვასაც მთხოვდა - არ იცი, რომ აღსარება შვიდი საიდუმლოდან ერთერთია? მაგის სცენაზე გადატანა დიდი ცოდვაა. ეხლა რომ შემეძლოს სიღუპლე, სამას მეტანიას გაგაკეთებინებდი.(არ დავასახელებ, მაგრამ თანამდებობა აქვს რელიგიური ისეთი, რომ შეხება აქვს ახალგაზრდებთან)როგორც შარვლიან გოგოებს ვაკეთებინებ. სჯობს თავის გულში ჩაიხედოს იმან ვინც დაწერა ეგ წარმოდგენა... თუმცა, ადამიანი, რომ მაგას გააკეთებს გაუნათლებელია და მეტი არაფერი. ღმერთი ჩაიხედავს მის გულში.თქვენ ცუდად არ გამიგოთ სიღუპლე, მე მხოლოდ მიგითითებთ. (არა, ცუდად რა უნდა გავიგო?!)მოკლედ დიდი ვერაფერი პოსტია, მაგრამ იმ კაცის სიღუპლე ისე დამრჩა ყურის ბიბილოზე, რამე რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა... ეხლა მეც ჩემის მხრივ მიგითითებთ გოგოებო: ნუ ჩაიცვამთ შარვლებს! და თუ გძლიათ მაცდურმა, სასწრაფოდ გააკეთეთ სამას შვიდი მეტანია! ლამის დამავიწყდა, რჩევა-დარიგების სანაცვლოდ, ჩემდაუნებურად MP3 დავუტოვე მანქანაში იმ კეთილ კაცს... ალბათ დაწვავს...

ესე იტყოდა ზეკაცი...

Sunday, June 14, 2009

მოყვარულო ფოტოგრაფებო ფრთხილად!

რას იტყოდით თქვენ, ორი ახალგაზრდა რომ შეგხვედროდათ ქუჩაში. ფოტოაპარატით ხელში. მოდიან თან გზადაგზა ფოტოებს იღებენ. შეხედავთ ხულიგნებს არ გვანან, არც ნარკომანებს და არც იეღოველებს.უცებ მოგანათათ ერთმა, გაგიღიმათ და გზა განაგრძო. თქვენ თუ დაკომპლექსებული ადამიანი არ ხართ, ან კომუნისტი, ფაშისტი ან კრიშნაიდი, ალბათ საპასუხო ღიმილს აჩუქებდით და თქვენს გზას გაუყვებოდით.
მაგრამ აი დღეს რა აღმოჩენა გავაკეთე: ყვითელკანიან ქართველებს, (კონტროლიორებს) სურათი არასდროს გადაუღოთ! რატომ? იმიტომ, რომ უფლება არ გაქვთ.

ჩემთვის, პატიოსნად მივდივარ, საინტერესო ფოტოები მინდა გადავიღო და უცებ ვამჩნევ, რომ ერთ უსახურ კედელთან ორი ყვითელი კონტროლიორი ქმნის რაღაც მეტად შთამბეჭდავ კონტრასტს. მოვიმარჯვე აპარატი, ჩხაკ! ჩიტი გავანთავისუფლე და კონტროლიორ "ბიძიებს" მეგობრული ღიმილი ვსტყორცნე.
- შენ ბიჭო! აე! ფოტოგრაფ!
- დიახ.
- ერთი აქ მოიწი რა!
- ჰმ... დიახ..
- ჩვენ ეხლა კადრში მოვხვდით? ჰა?
- დიახ...კი...გადაგიღეთ.
-და რატო იღებ? რა ხდება?
- ის...ნუ პატარა გამოფენას ვაწყობთ..ფოტო გამოფენას და... (ვცრუობ)
- მერე ბიჭო!!! მე რა უფლებით მიღებ? ჰა? ამიხსენი ერთი რა!
- წაშალე ეხლა დროზე, თორე დაგამტვრიე ეგ კამერა თავზე! (ჩაერია მეორე)
- აჰა! აჰა ვშლი! მაინც არაფრად ვარგა
- წესიერად ილაპარაკე!
- მშვენივრად ვსაუბრობ (გავთამამდი)
- დავაი დავაი, დროზე წაშალე ეხლა! დამანახე თან რო შლი!
- აჰა ვსიო delete! კმაყოფილი ბრძანდებით?
- ხო ვსიო! კიდე გადაუღე სხვებს? (ნეტა ვინ სხვებს?)
- ვის?
- კონტროლიორებს. (აბა მეტი საქმე არ მქონდა, მაგისთვის გამოვედი რო კონტროლიორებისთვის გადამეღო ფოტოები)
- არა. ერთხელ მივქარე.
- გაიარე და იკითხე სხვა დროს. არა რა უფლებით მიღებ ჰა?
... ... ... კიდევ ერთი აღმოჩენა: მეტროში სურათის გადაღება სასტიკად აკრძალულია! როგორც დაცვამ გაგვაფრთხილა (კონტროლიორებთან შედარებით ზრდილობიანად) ამის გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნას...

ესე იტყოდა ზეკაცი...
Meez 3D avatar avatars games