Showing posts with label ინტერნეტ-სივრცე. Show all posts
Showing posts with label ინტერნეტ-სივრცე. Show all posts

Friday, July 10, 2009

ღვთისგან მიტოვებული სოციალური ქსელები

ეს მთელი წლის ნანატრი ზაფხულიც მოვიდა... მოვიდა კიარადა თითქმის გავიდა კიდევაც ნახევარი, მაგრამ რად გინდა? ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ჩემი უსაქმურობა ყოველგვარ საზღვარს გასცდა... და კომპიუტერისთვის მეტი დრო მრჩება.რადგან ინტერნეტ სივრცეს მოდებული არ ვარ, მხოლოდ მოკრძალებულად Skype და odniklasniki.ru -ში ვატარებ დროს.(თან რა მაგარ დროს რო იცოდეთ)რამხელა სიამოვნებაა და როგორი გართობა, რამოდენიმე ისედაც ყელში ამოსულ ადამიანს რომ ელაპარაკები საათობით არაფრის შესახებ.

- hi
- hi
- rogor xar?
- kargad Shen?
- mec var ra
- ra xdeba shensken axali?
- ravi araferi shensken?
- arc chemsken
- :)
- :)
აქ უკვე სმაილებით მიდის ემოციების დაფარვა და გძელდება ესე დაუსრულებრივ.
თუმცა არსებობს ჩემთვის ერთი მიზეზი რისთვისაც ღირს სკაიპში შესვლაც და ახალი კონტაქტების დამატებაც...ეს არის სტატუსები! ეს ინტერნეტ ხელოვნების, (კერძოდ კი იუმორისტული ინტერნეტ-ლიტერატურა (ხშირად ავტობიოგრაფიული) და პოეზია (ხნდახან დღიურებიც)) ახლად-ფეხადგმული ჟანრია... რამდენი საინტერესო რამის, რამდენი ახლის გაგება შეგიძლიათ თქვენი სლკაიპით... თან ისე რომ იქ მყოფ ადამიანებს საერთოდ არ გაესაუბროთ. აი, თუნდაც ეხლა შევხედავ ჩემს ლისტში პირველსავეს და ვკითხულობ:
"მინდა, როგორ არ მინდა კარგი ქმარი,
რომ სალათას მოასხას ძმარი"
. განა ყველა არ დამეთანხმება, რომ ეს არის მოთეთრო პოეზიის აღმოჩენა! აი დღეს როგორ გამიმართლა, დასაწყისიც ესეთი უნდა!ბედნიერი ვაგძელებ დანარჩენი სტატუსების კითხვას:
"ჩემი იკა მიყვარს ძალიან! :* :* :* :* ჩემი სიცოცხლე! :* :* :* (ინლოვე)"
და კიდევ არაერთი ასეთი სტატუსი, თავიანთი დიადი სიყვარულის შესახებ
"მე ვარ კურო, რომელიც სულ შეყვარებულია! (ცოოლ) (ეს ის სმაილია, უცნაური სათვალეები რომ უკეთია)"

ასევე აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდების მოწოდება და დაუოკებელი სურვილი სწავლისადმი:
"არ მომწეროთ! ვმეცადინეობ"
"მათემატიკას დავწერ და მოვაალ!"
"არ ვარ აქ! წიგნს ვკითხულობ".

და სხვ... ... საოცარია!

აქვე შეხვდებით არაერთ დანთხეულ სიბრძნეს...რაღა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე. ჩემი კონტაქტების დასასრულს ერთი უცნაური სტატუსი :
"თქვენ დურუს რომ ესვრით ის კაცები ხართ, მე რომ მესვრით ის კაცები არ ხართ! წუპაკო მამაძაღლებო თქვენ!"

ნამდვილად რომ საციტირო ტექსტია მდიდარი ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან. და ბოლოს ერთი სტატუსი, რომ არ გავიხსენო არ შემიძლია. მართალია ეს სტატუსი წაუშლია უკვე ავტორს (ხელი როგორ მოუბრუნდა არ ვიცი) მაგრამ ისედაც სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში:
"ნუ მომწერთ ცოტახანი, ფეხები მაქვს თბილ წყალში ჩაყოფილი."
საოცარია!

ესეთი ბედნიერი და კმაყოფილი, ეხლა ყოფილი თანაკლასელებისათვის შექმნის საიტს მივაშურებ.(აი იმას ყველამ რო ვიცით)უკვე კარგა ხანია, რაც ეს საიტი ჩვენი ცხოვრების აზრი გახდა. ეზოში, პარკში თუ ექსკურსიაზე სიამოვნებით მივდივართ, რათა რაც შეიძლება ბევრი სურათი გადავიღოთ და შემდეგ თუ რომელიმე კარგი გამოვიდა ამ ღვთისგან მიტოვებულ საიტზე ავტვირთოთ. მაგალითად, დაბადების დღიდან დაბრუნებული არ ხარ, რომ რომელიმე შენს მეგობართაგანს უკვე უდევს სურათი სათაურით: "უმაგრესი დღე" (თუმცა ფოტოების გადაღების მეტი არც არაფერი გვიკეთებია) აბა რამხელა ბედნიერებაა, როცა სახლში მისულს "ოდნოზე", ზემოთ ხსენებული "ყელში ამოსული ადამიანებისგან" გხვდება კომენტარები: რა ლამაზი ხარ! ჩემი საყვარელი ადამიანი...ან რაღაც ამდაგვარი... ეს იმ შემთხვევაში, თუ ფოტო წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა არც ეგაა პრობლემა, თუ შენი სილამაზე ვერ დააფასეს, თავად შეგიძლია შეახსენო მეგობრებს თავი: მთავარ სურათზე დამიკომტე რააა :* - საოცარია!