უზომოდ ბედნიერი ჩავჯექი ტაქსში ამასწინათ.(ბედნიერი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ტაქსში ჩავჯექი (ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. თქვენ, ვისაც ტრანსპორტის ამ ღვთაებრივი სახეობით მგზავრობა ყოველდღიურ ამბად გიქცევიათ, ვერასდროს ვერ გაიგებთ რა სიამოვნებაა ქუჩაში დგომა და ფენომენალურად ბევრ ტაქსს შორის საუკეთესოს ლოდინი.(სხვათაშორის ტაქსის იშვიათი მგზავრისთვის, სწორი არჩევანის გასაკეთებლად გემოვნება და შერჩევის ზუსტი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობაა საჭირო. მაგ. ტაქსი არ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების, ხმაურიანი მანქანა და არ უნდა ქონდეს წარწერა TAXI არაბულ, ინდონეზიურ ან რუსლ ენებზე( ამ უკანასკნელ შემთხვევაში წარწერა შედგება მხოლოდ ერთი რუსული T ასოსგან) მაგრამ სხვა რამის მოყოლა მინდა და სად წავედი)))ერთი სიტყვით, ჩავჯექი ამ თანამედროვე, არისტოკრატიულ ტრნასპორტში და ემოციებით დატვირთულმა (სპექტაკლი მქონდა და იქიდან მოვდიოდი) ვერ შევნიშნე როგორ ადვილად დათანხმდა მძღოლი გარეუბნელი ახალგაზრდების ბიუჯეტისათვის შესაფერის ფასად, ისეთ შორეულ მხარეში წაყვანას, როგორიც თემქაა. უკან დავჯექი და მეგობარს ვკითხე თუ გადაიღო სპექტაკლში ის სცენა სადაც ჩემი გმირი, ლადო ასათიანი, აღსარებას ამბობს.ამ დროს მძღოლი მოტრიალდა, შევნიშნე მისი წვერი და სასულირო პირის შესახედაობა.ის სათნო გამომეტყველებით მიყურებდა და დაბალი ხმით მომმართა: - აღსარება მამაოს ჩააბარე სიღუპლე! (ამას გამოთქმით და საყვარლად ამბობდა(ეგრე არ იწერება))მე ვცადე ამეხსნა ჩემი მდგომარეობა, რომ ეს პატარა სცენა იყო, რომელიც ძლიერ გავდა აღსარებას და მაგიტომ ვუწოდე ეგრე. (არადა იდეა აღსარება იყო)მოკლედ ჩემმა განმარტებამ ვერ გაჭრა. პირიქით, ამით იმას მივაღწიე რომ ამ სათნო და კეთილ ადამიანს და როგორც შემდეგ გამოჩნდა, წარმატებულ დემაგოგს, საშუალება მივეცი მთელი თავისი გული გადაეშალა.როგორც ჩანს ჩემმა თავდაჯერებულმა განმარტებამ და საუბრის სტილმა გააღიზიანა და წიგნები გადმომიწყო.
- აჰა განათლებულო ყმაწვილო! წაიკითხე აბა ეს! გადავშალე და ხუცურ დამწერლობას გადავაწყდი. ნერვებმოშლილმა უკან მივუბრუნე და ვუთხარი, რომ ნუსხურს ვერ ვკითხულობ.
- აი ბატონო! სამასი ქულა ავიღე გამოცდაზე და ძალიან წარმატებულად ვისწავლე სიღუპლე! დიდი მომავალი მაქვს ვგონებ. მაგრამ ისიც არ იცით, რომ ეს ნუსხური კი არა, ხუცურია! ჩემი ნება რომ იყოს პირდაპირ გამოცდიდან მოგხსნიდით ამის წაკითხვა რომ არ შეგეძლოთ. (შეიძლება ვცდები, მაგრამ არასასულიერო პირთათვის ხუცურის ცოდნა მემგონი სავალდებულო არასდროს ყოფილა)- ლადო, შმლადო! დიდი ამბავი ვინმე ლადო თუ წაგიკითხავს. ამ წმინდა წიგნებს კითხულობ? - მიმითითა იმ საეკლესიო წიგნებზე, წეღან რის წაკითხვასაც მთხოვდა - არ იცი, რომ აღსარება შვიდი საიდუმლოდან ერთერთია? მაგის სცენაზე გადატანა დიდი ცოდვაა. ეხლა რომ შემეძლოს სიღუპლე, სამას მეტანიას გაგაკეთებინებდი.(არ დავასახელებ, მაგრამ თანამდებობა აქვს რელიგიური ისეთი, რომ შეხება აქვს ახალგაზრდებთან)როგორც შარვლიან გოგოებს ვაკეთებინებ. სჯობს თავის გულში ჩაიხედოს იმან ვინც დაწერა ეგ წარმოდგენა... თუმცა, ადამიანი, რომ მაგას გააკეთებს გაუნათლებელია და მეტი არაფერი. ღმერთი ჩაიხედავს მის გულში.თქვენ ცუდად არ გამიგოთ სიღუპლე, მე მხოლოდ მიგითითებთ. (არა, ცუდად რა უნდა გავიგო?!)მოკლედ დიდი ვერაფერი პოსტია, მაგრამ იმ კაცის სიღუპლე ისე დამრჩა ყურის ბიბილოზე, რამე რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა... ეხლა მეც ჩემის მხრივ მიგითითებთ გოგოებო: ნუ ჩაიცვამთ შარვლებს! და თუ გძლიათ მაცდურმა, სასწრაფოდ გააკეთეთ სამას შვიდი მეტანია! ლამის დამავიწყდა, რჩევა-დარიგების სანაცვლოდ, ჩემდაუნებურად MP3 დავუტოვე მანქანაში იმ კეთილ კაცს... ალბათ დაწვავს...
ესე იტყოდა ზეკაცი...
Wednesday, July 1, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
xaxa magari iyo... me tu ar vcdebi am yvelapris mowme var da magari iyo martla... kide kai im dges kaba mecva tore albat arc me amcdeboda samasi metaniis gaketeba.... ha ras ityvi skaa? :P arada chemi MP3 rogor miyvarda... (chemi ra ukve skas qonda mitvisebuli.... )
ReplyDeleteai kidev ertxel davrcmundi rom ragac arsebobs da icit ram damarcmun? mp3 ro dagrchat kairada tavisit darcha.. ragac dzalam datova. eg movlena ikneba cxovrebis gasagebi mag mdzgolistvis )))))))))
ReplyDeletehaha
ReplyDeletees martla momewona
ReplyDelete