Wednesday, July 1, 2009
გააკეთეთ სამასი მეტანია შარვლიანო გოგოებო!
- აჰა განათლებულო ყმაწვილო! წაიკითხე აბა ეს! გადავშალე და ხუცურ დამწერლობას გადავაწყდი. ნერვებმოშლილმა უკან მივუბრუნე და ვუთხარი, რომ ნუსხურს ვერ ვკითხულობ.
- აი ბატონო! სამასი ქულა ავიღე გამოცდაზე და ძალიან წარმატებულად ვისწავლე სიღუპლე! დიდი მომავალი მაქვს ვგონებ. მაგრამ ისიც არ იცით, რომ ეს ნუსხური კი არა, ხუცურია! ჩემი ნება რომ იყოს პირდაპირ გამოცდიდან მოგხსნიდით ამის წაკითხვა რომ არ შეგეძლოთ. (შეიძლება ვცდები, მაგრამ არასასულიერო პირთათვის ხუცურის ცოდნა მემგონი სავალდებულო არასდროს ყოფილა)- ლადო, შმლადო! დიდი ამბავი ვინმე ლადო თუ წაგიკითხავს. ამ წმინდა წიგნებს კითხულობ? - მიმითითა იმ საეკლესიო წიგნებზე, წეღან რის წაკითხვასაც მთხოვდა - არ იცი, რომ აღსარება შვიდი საიდუმლოდან ერთერთია? მაგის სცენაზე გადატანა დიდი ცოდვაა. ეხლა რომ შემეძლოს სიღუპლე, სამას მეტანიას გაგაკეთებინებდი.(არ დავასახელებ, მაგრამ თანამდებობა აქვს რელიგიური ისეთი, რომ შეხება აქვს ახალგაზრდებთან)როგორც შარვლიან გოგოებს ვაკეთებინებ. სჯობს თავის გულში ჩაიხედოს იმან ვინც დაწერა ეგ წარმოდგენა... თუმცა, ადამიანი, რომ მაგას გააკეთებს გაუნათლებელია და მეტი არაფერი. ღმერთი ჩაიხედავს მის გულში.თქვენ ცუდად არ გამიგოთ სიღუპლე, მე მხოლოდ მიგითითებთ. (არა, ცუდად რა უნდა გავიგო?!)მოკლედ დიდი ვერაფერი პოსტია, მაგრამ იმ კაცის სიღუპლე ისე დამრჩა ყურის ბიბილოზე, რამე რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა... ეხლა მეც ჩემის მხრივ მიგითითებთ გოგოებო: ნუ ჩაიცვამთ შარვლებს! და თუ გძლიათ მაცდურმა, სასწრაფოდ გააკეთეთ სამას შვიდი მეტანია! ლამის დამავიწყდა, რჩევა-დარიგების სანაცვლოდ, ჩემდაუნებურად MP3 დავუტოვე მანქანაში იმ კეთილ კაცს... ალბათ დაწვავს...
ესე იტყოდა ზეკაცი...
Monday, June 15, 2009
სადაც ეხლა ვარ მშვენივრად ვგრძნობ თავს.
გუშინ მეგობართან საიტერესო საუბარი მქონდა, სიკვდილის შემდეგ სიცოცლხესა და იმ რეალობაზე რომელშიც ასი წლის მერე მოვხვდებით ყველა (იმედია(ნუ ეხლა რომელიმე შერეკილი ტერორისტი თუ არ გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს ან ხვალ ქრისტე არ გამოგვეცხადა და გვახარა, აი მეც მოვედი და ეხლა ყველანი ამოწყდებითო
) მოკლედ, არც თუ ისე ხანგრძლივი სჯა-ბაასის შემდეგ დავეთანხმე, რომ ეს რეალობა სადაც ეხლა ვიმყოფებით იდეალურია. უკეთესია ჯოჯოხეთზე და სამოთხეზეც. თამამი გადაწყვეტილებაა არა? გეთანხმებით, ამის გულისათვის მართმადიდებელ დედათა საზოგადოების მსხვერპლი შეიძლება გავხდე, მაგრამ მე მაინც ვცდი აგიხსნათ რატომ არ მინდა არც ერთგან და არც მეორეგან. (თუმცა ჯოჯოხეთში რატომ არ მინდა არა მგონია ამას ახსნა სჭირდებოდეს)
წარმოვიდგინე ჩემი თავი სამოთხეში.
ღვთაებრივი სილამაზე, სიმწვანე, სილურჯე, ფერთა ამ სამყაროში არ არსებული გამა. ჩიტები, (სამოთხის. აი ისენი ბრაზილიელი კარნავალისტებივით მორთულ მოკაზმულები რომ არიან) ათასი ჯიშის ცხოველი. (ფეხებიანი გველიც) ბუნჩულა ლომები და სათნო გამომეტყველების მგლები, ანკარა წყაროებში მოცურავე თევზები და რაღა თქმა უნდა იხვნისკარტებიც.
(ვაახ ეს იხვნისკარტა მაგარი ცხოველია რა...ღმერთმა ეს რომ შექმნა ამით თავის იუმორის ღვთაებრივ გრძნობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი... მაგრამ ამაზე მერე დავწერ...) მოკლედ ესეთ ჰარმონიაში ვარ ბუნებასთან...წამოწოლილი...ცას ვუყურებ... კარგია ხო? მაგრამ რა ჯანდაბა ვაკეთო? რითი გავერთო?
მიზეზი 1. რატომ არ მინდა სამოთხეში: იქ არავინ დამიკრავს როკენროლს!
2. ამეკრძალება თავს ზეკაცი დავუძახო.(არადა საყვარელი პატარა ზარატუსტრა მინდა ვიყო)
3. იქ ვერ ვნახავ ლიტერატურას რომელიც მომწონს, (ფილოსოფიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ან რა თავში სახლელად დამჭირდება, მე ხომ სამყაროს ყველა საიდუმლო მეცოდინება)
4. უნდა გავიბერო თეოლოგიით და დარჩენილი სამარადისო ცხოვრება შუა საუკუნეებში დაწერილი წიგნები უნდა ვიკითხო (სადაც რა თქმა უნდა ამოხეული იქნება გვერდები სადაც ქრისტეს სახელით სისხლი იღვრებოდა, ჯვაროსნები ქალაქებს მიწასთან ასწორებდნენ და ისიც მოაზროვნე ხალხს რომ კოცონზე წვავდნენ)
5. მთელი დღეების მანძილზე უნდა ვუყურო არფიან მფრინავ, შარავანდედიან ყოფილ ადამიანებს.
6. იქ არ იქნება სექსი (კომუნისტების დროს როგორც იყო... საბჭოთა კავშირში სექსი არ გვაქვს!(გარყვნილ კაპიტალისტებს კი აქვთ))
7. და ბოლოს ეს ყველაფერი ყელში რომ ამომივა თავსაც ვეღარ მოვიკლავ...
ხო მართლა როკენროლზე შევცდი. როგორ არ დამიკრავენ, ქრისტიანულ როკს დაუკრავს ხოლმე Stryper-ი. (ეგენი იქ იქნებიან აუცილებლად, კონცერტებზე იმდენი ბიბლია აქვთ დარიგებული, იაღოველებს არ აქვთ მაგდენი "საგიშაგო კოშკი" დაბეჭდილი)დაუფასდებათ შრომა, მიუხედავად იმისა, რომ მაგათი მუსიკა ნეხვია.
და კიდევ დიდი ალბათობაა იმისა, რომ კარიბჭესთან კეთილი ტელეღიპუცა იდგეს...
მიზეზი 1. რატომ არ მინდა ჯოჯოხეთში: იმიტომ, რომ როგორც ამბობენ იქ მახინჯი, დიდი წითელი რაღაცა ცხოვრობს და სულებს ტანჯავს. 
2. მართალია აქ ბევრი როკ-ჯგუფი და ლეგენდა იქნება, მაგრამ მდუღარე შავ სითხეში მოცურავე ადამიანი მუსიკას როგორ მოუსმენს და ისიამოვნებს არ ვიცი.
3. პატარა გარყვნილი სატანუკების საყვარელი შეიძლება გავხდე. 
4. ყოველ საღამოს მომიწევს მოსაწყენი წარმოდგენის: "მოლაპარაკე დარვინი წრეში გადახტება და მერე ისევ გადმოხტება"-ს ყურება...
5. კედლებზე გაკრულ ეკრანებში მთელი დღე გავა მარაზმი ფილმი: "ნაპოლეონის, ჰიტლერისა და მაკედონელის სიყვარულის ამბავი." რეჟისორი: სატანა.
6. მთელი დარჩენილი სამარადისო ცხოვრება უნდა ვიზრუნო კანის მძიმე დამწვრობებზე, ჭიების ცხვირის ნელტოებიდან გამოღებასა და ძალადობის კვალზე ჩემს სხეულზე.
7. მოკლედ კიდევ უამრავი მიზეზია იქ რატომ არ მინდა. ისე ერთი კი ღირს იქ ნიჰილისტი ფილოსოფოსების ნახვა, განსაკუთრებით ნიცშესი, ალბათ რა დღეში იქნება: არა! არა! ტყულია არაფერი არ არსებობს!ხა ხა ხა! დავცინებ და კმაყოფილი იმით, რომ სულ რაღაც ორი კვირა მჯეროდა მაგ აფერისტის, ისევ ჩემს ქვაბს დავუბრუნდები.
ერთი სიტყვით მშვენირად ვგრძნობ თავს სადაც ვარ. იდეალური კი არის ეს მაგრამ ნუ მერე არჩევანი საშუალება რომ მქონდეს პირველს ავირჩევდი.... მარა ნიცშე მაინც მაგარია...
ესე იტყოდა ზეკაცი...