Monday, June 15, 2009

სადაც ეხლა ვარ მშვენივრად ვგრძნობ თავს.

გუშინ მეგობართან საიტერესო საუბარი მქონდა, სიკვდილის შემდეგ სიცოცლხესა და იმ რეალობაზე რომელშიც ასი წლის მერე მოვხვდებით ყველა (იმედია(ნუ ეხლა რომელიმე შერეკილი ტერორისტი თუ არ გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს ან ხვალ ქრისტე არ გამოგვეცხადა და გვახარა, აი მეც მოვედი და ეხლა ყველანი ამოწყდებითო decompression sickness) მოკლედ, არც თუ ისე ხანგრძლივი სჯა-ბაასის შემდეგ დავეთანხმე, რომ ეს რეალობა სადაც ეხლა ვიმყოფებით იდეალურია. უკეთესია ჯოჯოხეთზე და სამოთხეზეც. თამამი გადაწყვეტილებაა არა? გეთანხმებით, ამის გულისათვის მართმადიდებელ დედათა საზოგადოების მსხვერპლი შეიძლება გავხდე, მაგრამ მე მაინც ვცდი აგიხსნათ რატომ არ მინდა არც ერთგან და არც მეორეგან. (თუმცა ჯოჯოხეთში რატომ არ მინდა არა მგონია ამას ახსნა სჭირდებოდეს)

წარმოვიდგინე ჩემი თავი სამოთხეში.newt suit ღვთაებრივი სილამაზე, სიმწვანე, სილურჯე, ფერთა ამ სამყაროში არ არსებული გამა. ჩიტები, (სამოთხის. აი ისენი ბრაზილიელი კარნავალისტებივით მორთულ მოკაზმულები რომ არიან) ათასი ჯიშის ცხოველი. (ფეხებიანი გველიც) ბუნჩულა ლომები და სათნო გამომეტყველების მგლები, ანკარა წყაროებში მოცურავე თევზები და რაღა თქმა უნდა იხვნისკარტებიც. scuba diving in Thailand (ვაახ ეს იხვნისკარტა მაგარი ცხოველია რა...ღმერთმა ეს რომ შექმნა ამით თავის იუმორის ღვთაებრივ გრძნობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი... მაგრამ ამაზე მერე დავწერ...) მოკლედ ესეთ ჰარმონიაში ვარ ბუნებასთან...წამოწოლილი...ცას ვუყურებ... კარგია ხო? მაგრამ რა ჯანდაბა ვაკეთო? რითი გავერთო?
მიზეზი 1. რატომ არ მინდა სამოთხეში: იქ არავინ დამიკრავს როკენროლს!
2. ამეკრძალება თავს ზეკაცი დავუძახო.(არადა საყვარელი პატარა ზარატუსტრა მინდა ვიყო)
3. იქ ვერ ვნახავ ლიტერატურას რომელიც მომწონს, (ფილოსოფიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ან რა თავში სახლელად დამჭირდება, მე ხომ სამყაროს ყველა საიდუმლო მეცოდინება)
4. უნდა გავიბერო თეოლოგიით და დარჩენილი სამარადისო ცხოვრება შუა საუკუნეებში დაწერილი წიგნები უნდა ვიკითხო (სადაც რა თქმა უნდა ამოხეული იქნება გვერდები სადაც ქრისტეს სახელით სისხლი იღვრებოდა, ჯვაროსნები ქალაქებს მიწასთან ასწორებდნენ და ისიც მოაზროვნე ხალხს რომ კოცონზე წვავდნენ)
5. მთელი დღეების მანძილზე უნდა ვუყურო არფიან მფრინავ, შარავანდედიან ყოფილ ადამიანებს.
6. იქ არ იქნება სექსი (კომუნისტების დროს როგორც იყო... საბჭოთა კავშირში სექსი არ გვაქვს!(გარყვნილ კაპიტალისტებს კი აქვთ))
7. და ბოლოს ეს ყველაფერი ყელში რომ ამომივა თავსაც ვეღარ მოვიკლავ...

ხო მართლა როკენროლზე შევცდი. როგორ არ დამიკრავენ, ქრისტიანულ როკს დაუკრავს ხოლმე Stryper-ი. (ეგენი იქ იქნებიან აუცილებლად, კონცერტებზე იმდენი ბიბლია აქვთ დარიგებული, იაღოველებს არ აქვთ მაგდენი "საგიშაგო კოშკი" დაბეჭდილი)დაუფასდებათ შრომა, მიუხედავად იმისა, რომ მაგათი მუსიკა ნეხვია.
და კიდევ დიდი ალბათობაა იმისა, რომ კარიბჭესთან კეთილი ტელეღიპუცა იდგეს...

მიზეზი 1. რატომ არ მინდა ჯოჯოხეთში: იმიტომ, რომ როგორც ამბობენ იქ მახინჯი, დიდი წითელი რაღაცა ცხოვრობს და სულებს ტანჯავს. scuba diving forum
2. მართალია აქ ბევრი როკ-ჯგუფი და ლეგენდა იქნება, მაგრამ მდუღარე შავ სითხეში მოცურავე ადამიანი მუსიკას როგორ მოუსმენს და ისიამოვნებს არ ვიცი.
3. პატარა გარყვნილი სატანუკების საყვარელი შეიძლება გავხდე. smileys
4. ყოველ საღამოს მომიწევს მოსაწყენი წარმოდგენის: "მოლაპარაკე დარვინი წრეში გადახტება და მერე ისევ გადმოხტება"-ს ყურება...
5. კედლებზე გაკრულ ეკრანებში მთელი დღე გავა მარაზმი ფილმი: "ნაპოლეონის, ჰიტლერისა და მაკედონელის სიყვარულის ამბავი." რეჟისორი: სატანა.
6. მთელი დარჩენილი სამარადისო ცხოვრება უნდა ვიზრუნო კანის მძიმე დამწვრობებზე, ჭიების ცხვირის ნელტოებიდან გამოღებასა და ძალადობის კვალზე ჩემს სხეულზე.
7. მოკლედ კიდევ უამრავი მიზეზია იქ რატომ არ მინდა. ისე ერთი კი ღირს იქ ნიჰილისტი ფილოსოფოსების ნახვა, განსაკუთრებით ნიცშესი, ალბათ რა დღეში იქნება: არა! არა! ტყულია არაფერი არ არსებობს!ხა ხა ხა! დავცინებ და კმაყოფილი იმით, რომ სულ რაღაც ორი კვირა მჯეროდა მაგ აფერისტის, ისევ ჩემს ქვაბს დავუბრუნდები. 

ერთი სიტყვით მშვენირად ვგრძნობ თავს სადაც ვარ. იდეალური კი არის ეს მაგრამ ნუ მერე არჩევანი საშუალება რომ მქონდეს პირველს ავირჩევდი.... მარა ნიცშე მაინც მაგარია... 'scuba 

ესე იტყოდა ზეკაცი...

Sunday, June 14, 2009

მოყვარულო ფოტოგრაფებო ფრთხილად!

რას იტყოდით თქვენ, ორი ახალგაზრდა რომ შეგხვედროდათ ქუჩაში. ფოტოაპარატით ხელში. მოდიან თან გზადაგზა ფოტოებს იღებენ. შეხედავთ ხულიგნებს არ გვანან, არც ნარკომანებს და არც იეღოველებს.უცებ მოგანათათ ერთმა, გაგიღიმათ და გზა განაგრძო. თქვენ თუ დაკომპლექსებული ადამიანი არ ხართ, ან კომუნისტი, ფაშისტი ან კრიშნაიდი, ალბათ საპასუხო ღიმილს აჩუქებდით და თქვენს გზას გაუყვებოდით.
მაგრამ აი დღეს რა აღმოჩენა გავაკეთე: ყვითელკანიან ქართველებს, (კონტროლიორებს) სურათი არასდროს გადაუღოთ! რატომ? იმიტომ, რომ უფლება არ გაქვთ.

ჩემთვის, პატიოსნად მივდივარ, საინტერესო ფოტოები მინდა გადავიღო და უცებ ვამჩნევ, რომ ერთ უსახურ კედელთან ორი ყვითელი კონტროლიორი ქმნის რაღაც მეტად შთამბეჭდავ კონტრასტს. მოვიმარჯვე აპარატი, ჩხაკ! ჩიტი გავანთავისუფლე და კონტროლიორ "ბიძიებს" მეგობრული ღიმილი ვსტყორცნე.
- შენ ბიჭო! აე! ფოტოგრაფ!
- დიახ.
- ერთი აქ მოიწი რა!
- ჰმ... დიახ..
- ჩვენ ეხლა კადრში მოვხვდით? ჰა?
- დიახ...კი...გადაგიღეთ.
-და რატო იღებ? რა ხდება?
- ის...ნუ პატარა გამოფენას ვაწყობთ..ფოტო გამოფენას და... (ვცრუობ)
- მერე ბიჭო!!! მე რა უფლებით მიღებ? ჰა? ამიხსენი ერთი რა!
- წაშალე ეხლა დროზე, თორე დაგამტვრიე ეგ კამერა თავზე! (ჩაერია მეორე)
- აჰა! აჰა ვშლი! მაინც არაფრად ვარგა
- წესიერად ილაპარაკე!
- მშვენივრად ვსაუბრობ (გავთამამდი)
- დავაი დავაი, დროზე წაშალე ეხლა! დამანახე თან რო შლი!
- აჰა ვსიო delete! კმაყოფილი ბრძანდებით?
- ხო ვსიო! კიდე გადაუღე სხვებს? (ნეტა ვინ სხვებს?)
- ვის?
- კონტროლიორებს. (აბა მეტი საქმე არ მქონდა, მაგისთვის გამოვედი რო კონტროლიორებისთვის გადამეღო ფოტოები)
- არა. ერთხელ მივქარე.
- გაიარე და იკითხე სხვა დროს. არა რა უფლებით მიღებ ჰა?
... ... ... კიდევ ერთი აღმოჩენა: მეტროში სურათის გადაღება სასტიკად აკრძალულია! როგორც დაცვამ გაგვაფრთხილა (კონტროლიორებთან შედარებით ზრდილობიანად) ამის გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნას...

ესე იტყოდა ზეკაცი...
Meez 3D avatar avatars games

Friday, June 12, 2009

ნამდვილად არ მეგონა კიდევ თუ დავპოსტავდი რამეს...მაგრამ აი, დავბრუნდი! პამ პარა პამ! scuba diving at Stoney Cove
ერთი სიტყვით ეხლა მინდა ჩემს სკოლაზე დავწერო. (დღეს მივქარე და მივედი. ისე ვარ ემოციებით დატვირთული, რომ არ გავუზიარო ვინმეს მოვკვდები)დილით ადრე გავიღვიძე. კი არ გავიღვიძე, ჩემმა ბინ ლადენის ბიძაშვილმა ბებიამ ტერორისტული აქტი მომიწყო,საბანი გადამხადა და გაიქცა. ესე ორიგინალურად გამაღვიძა და მონატრებული სკოლისაკენ ჰერი ჰერი ვქენი. გზაში მივხვდი, როგორ ძლიერ მომნატერებია ეს გზა, ერთი და იგივე სახეები ყოველ დილით სკოლისკენ მიმავალი.აგერ ისიც გამოჩნდა! მიუხედავად დახეთქილი, ჩამონგრეული და დაჩაჩანაგებული კედლებისა, როგორ ამაყად დგას!დგას და ელის მოსწავლეებს, ეს ცოდნის უშრეტი წყარო, მნათობი ბნელ უბანში.
შესასვლელში, კიბეებზე, სკოლის ღრმად პატივცემული გვამები ჩაკუზულან და ჩვეული სიდინჯით ბჭობენ რაღაცაზე. ჩავუარე გვერდით და აღმოჩნდა, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც საკუთარ დედებთან ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. (სიტყვიერად რა თქმა უნდა (ეს ხომ გასატეხი არ არის))შევედი ჰოლში და გამახსენდა ის გრძნობა, პირველად რომ შემოვდგი ფეხი ახლადგარემონტებულ სკოლაში (ნუ გაიკვირვებთ. გარეუბნელი ბავშვისთვის გარემონტებულ სკოლაში შესვლა უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე საერთოდ პირველად მისვლა)არასდროს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, უნახავ ბავშვზე რომ დატოვა სკოლის ჰოლმა. (აი ისეთმა ამერიკულ ფილმებში რომ არის ხოლმე)არც ის დამავიწყდება, როგორი იმედგაცრუება ვიგემე როცა გავცდი შემოსასვლელს და დერეფანში ამოვყავი თავი.მოკლედ, ამას თავი დავანებოთ. მე იმ დღესვე გადავწყვიტე, რომ რაც გააკეთეს ჩვენთვის ისიც კმარა. თუმცა მეორე დღეს კედელზე ნანახმა წარწერამ: რაც გააკეთეთ, ტრა*ში გაიკეთეთ... emo life 4ever, დამარწმუნა, რომ რაც გააკეთეს საკმარისი კი არა ზედმეტიც იყო. გზაზე დამრიგებელს გადავაწყდი. გამარჯობათ მეთქი ვუთხარი. ქართული ენის დამახინჯებაში კიდევ ერთხელ რომ არ მიმეღო მონაწილეობა და ადამიანურად მეთქვა გამარჯობა,იწყენდა... გამლანძღავდა ქართული ენის პედაგოგისათვის შეუფერებელი სიტყვებით. დაბოლოს იმასაც შემახსენებდა, რომ მისი ტოლი არ ვარ და არც მისი ამხანაგი. დამრიგებელთან ამ არასახარბიელო შეხვედრის შემდეგ კლასს მივაშურე... კლასი და კლასელები მომნატრებია...პარადოქსია... ვფიქრობდი ჩემთვის და კლასს ვუახლოვდებოდი, ამ დროს რაღაც საზარელი ხმა გაისმა, ჩემი კლასის კარს ვიღაც დაეტაკა, ერთი წამის შემდეგ გაიღო, იქიდან უკვე წვერ-ულვაშიანი ახალგაზრდა გამოვარდა და ბღავილითა და თავის ასაკთან შეუფერებელი უცნაური კუნტრუშით საპირფარეშოსკენ გაიქცა.კლასიდან მეორე გამოკუნტრუშდა და ამ უკანასკნელმაც ბღავილით:მომაწეინეთ! მომაწეინეთ! ტუალეტს მიაშურა. შევედი კლასში და უცნაური აგებულების ერთ გოგოს აღმოხდა: ვაააა! რა კაცი! (შემზარა ამ შაბლონმა)მეორე უფრო უცნაური აგებულების გოგო დაიჭყანა, ცხვირი აბზიკა და ფანჯრიდან დაიწყო თემქის ხედებით ტკბობა.ჩემს მერხთან მივედი. მინდოდა ხელი გადამესვა, მოვფერებოდი, მაგრამ მივხვდი არ ღირდა. იმ დონემდე იყო ამოჩიჩქნილი, კანს ზედ დავტოვებდი. ზედ ჩემი დაწერილი იყო, არის და იქნება-ზე ვიღაცას მიეწერა შამილი.ზარის დარეკვას სულგანაბული ვუცდიდი... ... ... და აი, დაიწყო გაკვეთილი! მასწავლებელიც მოვიდა, დაჯდა. ბავშვებსაც გვითხრა დაბრძანდითო, მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ ამდგარა.და სწორედ მაშინ, როცა მე საინტერესო საუბრისთვის ვემზადებოდი, მასწავლებელმა თქვა , რომ ძალიან დაღლილია და მთავარია ჩუმად ვეყაროთ თორემ ისე თავშიც ქვა გვიხლია.გულმხურვალე აპლოდისმენტების და მადლობების თანხლებით, კომფორტულად მოეწყო ადგილზე და ტელეფონი ამოიღო.(როგორც წესი თამაშობს ხოლმე, მაგრამ დღეს ესემეს-ფართი ჰქონდა)დიდხანს ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ კარტს, როგორ ისვამდნენ პომადას არცთუ ისე სასიამოვნო შესახედაობის "მანდილოსნები". მერე ჩემი კლასელის დაბრკოლებებითა და პრობლემებით აღსავსე ცხოვრების ეპიზოდებსაც ვუსმინე.(თუმცა დავასკვენი, რომ არანაირი პრობლემა არ გააჩნია გარდა იმისა, რომ მამამისს მისი იმედი არ აქვს(რა თქმა უნდა თვითონ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს)მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგძელო და ეს ისედაც გაწელილი პოსტი უფრო არ გავწელო, ვიტყვი, რომ დღეს ბევრ რამეს მივხვდი...და ყველაზე მთავარი... რა ჯანდაბა მინდოდა? სად მივდიოდი? free smileys

ესე იტყოდა ზეკაცი...

Thursday, June 11, 2009

მოკლედ, დღეს დავჯექი ეშმაკის მანქანასთან და ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე. (უკვე მერამდენედ) ესეთი ენთუზიაზმითა და მონდომებით ალბათ ბავშვსაც არ გავაკეთებ თავის დროზე. მთელი ჩემი ენერგია და ახალგაზრდული შემართება დავახარჯე დიზაინს და სათაურს, მაგრამ არაფერი გამომივიდა და დავფიქრდი რა ჯანდაბა მაქვს აქ დასაპოსტი?... war smileys ...ჰმმმ... აააჰმ... ...
ერთი სიტყვით, ცუდი ფანტაზია მაქვს და კრეატიულად ღონიერიც არ ვარ...ერთი თემქელი ბიჭი ვარ, ორფეროვნებაში გაზრდილი. (შავ-თეთრში) ისე მეტს ვერც მომთხოვს კაცი, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თემქელი ახალგაზრდა ინტერნეტ სამყაროში დავთარეშობ და piczo.com-ზე ქართველი ნაშების თვალიერების და პორნოგრაფიული საიტების ძარცვის მაგიერ "ვბლოგერობ". მეტი პროგრესი "შავი" გარეუბნის მცხოვრები პოტენციური "კაი ბიჭისგან" რა გინდა? decompression sickness (პოტენციური, იმიტომ, რომ აქ არ იცი როდის "გაგაკაიბიჭებს" ბედი უკუღმართი და როდის გაგიკეთებს შავ რეიბანებს თვალებზე(რომ სამყარო ბნელ ფერებში დაინახოnewt suit))
მოკლედ ჩემს შესახებ: დავიბადე და გავიზარდე ზემოთ ხსენებულ უბანში.ვსწავლობ შენობაში რომელსაც ხალხი სკოლას ეძახის. არ მყავს შინაური ცხოველები...სამაგიეროდ მყავს გარეული ბებია (ეს ხუმრობის დონეზე, თორემ ძალიან მიყვარს ჩემი დიქტატორი, კომუნისტი, რასისტი და მეგრელთმოძულე ბებო) მიყვარს მუსიკა, კინემატოგრაფია, თეატრი, ლიტერატურა და ტრადიციული, მამა-პაპური ქართული სუფრა. არ მიყვარს რუსული ესტრადის მოკაშკაშე ვარსკვლავები, სომეხი ერის დამახასიათებელი მორუსულო აქცენტი,და მადის აღმძვრელი თბილისელი ზანგები. და კიდევ ჩემი მეზობელი არ მიყვარს, იმიტომ რომ რეპს უსმენს და ზანგი ხმარობს. არ მაქვს ფული, მაქვს იმედი, მომწონს ერთი გოგო, მაგრამ არ მაქვს იმედი, არ ვჭამ საჭმელს, ვეწევი ბევრს, სახლში ვატარებ ოთახის ფუმფულა "ჩუსტებს", საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოვიყურები ბომჟივით, ვსვამ, არ ვარ კერპთაყვანისმცემელი და ცუდ მაგალითს ვაძლევ ჩემს შემდეგ თაობებს.
მგონი ვსიო. მოკლედ ეხლა აღარ ვფიქრობ რა დავწერე ან რატომ. უბრალოდ წავალ და ხვალ ასეთს ან ამაზე უარესს დავპოსტავ თუ მომივა თავში რამე... ესე თქვა ზეკაცმა