(c) ერთი თემქელი მოაზროვნე
ჩემი "გენიოსი" კლასელის სახეზე დღეს დილით ჭმუნვა შევამჩნიე და მივხვდი საინტერესო საუბარი გველოდა წინ მთელს კლასს. ამ ჩვენს ნიჭიერსაც არ დაუყოვნებია, ნერვულმა დაბოლოებებმა თავში არმოასვენეს და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! (როგორც ყველა ჭკვიანი კაცი ესეც ოდნავ თავისებურია, ამიტომ პატარა ექსპერიმენტსაც ჩავატარებ და უცენზურო სიტყვებს ლამაზად გადმოქცემთ :))
- აუ რა არის ეს ცხოვრება ტოო? - თვალები ზეცას მიაპყრო..მერე გამჭოლი მზერა მესროლა და თავი უხერხულად ვიგრძენი - არაფერი არაა მეძავი ქალის გაზრდილი ვიყო. დღეს ხარ... ხვალ აღარ! (მოკვდავობა აწუხებს(თან რა საკაიფოდ გადმოგვცა :) " დღეს ხარ! ხვალ აღარ! ) ეს არის ცხოვრება ტო? - კიდევ დასვა შეკითხვა, სიგარეტი დააფერფლა (ფეხზე... გვერდზე მდგომს) და განაგრძო - ჩემი მშობელი დედა ავატირე მწარე ცრემლებით ეს თუ ცხოვრება იყოს! - თავადვე გასცა პასუხი დასმულ შეკითხვას :| - ბიჭო აი ვფიქრობ რა! პასტაიანად რა! მეთქი რაა ცხოვრება და რისთვის ვცხოვრობ? და აი ცვეტში სულ ერთიდაიგივე პასუხამდე მივდივარ ჩემი მშობლის სარეცელი გავიზიარე! - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა და იატაკს (შარდიანს) დაჟინებით დააშტერდა. ისევ ფიქრებში წავიდა.
ერთი სიტყვით მთელი დასვენება ატრიალა სიტყვა "ცხოვრება" და დასკვნის გამოტანაც შევძელი საბოლოოდ: ამ ყმაწვილისათვის, "ცხოვრება" მეტად უაზრო, არაფრის მომცემი და უფრო მეტიც კი, ზედმეტი რამეა (როგორც ეს თავად აღნიშნა). ბოლოს ერთი კარგადაც შეუკურთხა თავის ცხოვრებას და საპირფარეშოდან გავიდა. მე კი დავრჩი, დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან... ამ ყმაწვილმა ახლა ჩემს თვალწინ ხაზი გადაუსვა ყველაფერს! ნუთუ მართალი იყო! ნუთუ დღეს ვართ! ხვალ კი აღარა! ნუთუ ცხოვრების საზრისის ძებნა უაზრობაა, რადგან ცხოვრება თავადაც უაზროა და აზრი არ აქვს იმ უაზრო არზის ძიებას რომელიც სინამდვილეში არ აქვს, ანუ ეს ძიებაც უაზროა?
ჩემი ცხოვრების საზრისი (მოდური სიტყვაა. მიყვარს) უნდა მეპოვნა! გადავწყვიტე! ან ახლა ან არასდროს! - ცოტა მოგვიანებით სცადე. ზარი დაირეკა შეეთრიე კლასში! - შემაწყვეტინა უზომოდ კეთილი გულის პატრონმა მასწავლებელმა.(კვაზიმოდოსავით კეთილი გული აქვს(<-- ყურადღება აქ ფარული სარკაზმია.) მასწავლებლის ცდამ, გადაერჩინა ჩემი სული ნიჰილიზმის ბრჭყალებისგან (ან უფრო თათებისგან) ამაოდ ჩაიარა...მე მიზანი დავისახე და შევუდექი ფიქრს... ცოტახნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ორ ჩინელ გოგოსთან სექსი ჩემი ცხოვრების საზრისი ვერაფრით ვერ გახდებოდა,ამიტომ ის დროებით ოცნებებში მოვისროლე (თუმცა დროებით... თბილისში ჩინელთა გამრავლების დინამიკას (მოძველებული და უკვე შეჩვეული თემა) თუ გადავხედავთ, ეს ოცნება შესაძლოა მალე დიდებულ ორგიად გადაიქცეს :D ) ცოტახანი კიდევ ვიფიქრე და არც ამერიკაში წასვლა და იქ ბევრზე-ბევრი ფულის შოვნა მივიჩნიე კარგ იდეად. მოკლედ კარგა ხანი ვიფიქრე და ყველაზე რეალურ ვერსიად მასწავლებლის მოკვლა მეჩვენა. მეწყინა. "მგონი მართლაც დიდი უაზრობაა ჩემი სიცოცხლე" - გავიფიქრე და უცებ თავში იხვნისკარტას სურათები ამომიტივტივდა.ჰოი! დამიფაროს ოსირისმა! რეებს ვბოდიალობდი მე უგუნური?! განა შეიძლება ცხოვრება უაზრო მოგეჩვენოს პლანეტაზე, სადაც შენს გვერდით არსებობენ იხვნისკარტები?! რაღათქმა უნდა აზრიანია ცხოვრება, შესაძლებლობების სამყაროში ცხოვრობ და დაისახე მიზანი! აკეთე შენი საქმე! შენ რა გენაღვლება ადამიანო? საწყალმა იხვნისკარტამ რა ქნას? რა მიზანი დაისახოს ან დაინახოს მის უაზრო და სასაცილო არსებობაში? კვაზიმოდოსავით კეთილი გული მაინც ქონდეს (<-- ყურადღება! აქ პირდაპირი გაგებით წერია ყველაფერი) მაგრამ მისი უხეირო აგებულების გადამკიდე შეიძლება გულის მაგივრად მენჯის ძვალი, ან სპილოს ხორთუმი ქონდეს.(<-- დაღლილი იუმორი) ერთი სიტყვით საწყალი იხვნისკარტაც შემეცოდა და კიდევ ერთხელ გამახარა მათმა არსებობამ. ისინი მუდამ ცოცხლობენ ჩემში, ყოველთვის ჩემს გვერდით აღმოჩნდებიან და მმატებენ მხნეობას როცა ეს მე ყველაზე მეტად მჭირდება.
ესე თქვა ზეკაცმა და საოცრად გადაღლილმა არც თუისე ტკბილად დაიძინა...
Friday, October 16, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
შენი ბაგით ჭეშმარიტება ღაღადებს მეგობარო!
ReplyDeleteმერე მოიკალი თავი...
ReplyDeleteთვითმკვლელობაზე რომ ვფიქრობდე ეს შაბლონური და თბილი რჩევა გადამაფიქრებინებდა ამ წამსვე ;) :)
ReplyDeleteძალიან კარგად წერ :) აქ ბევრ საინტერესო პოსტს წავაწყდი. არ ვიცი ადამიანმა რა უნდა იფიქროს ამ პოსტების წაკითხვის შემდეგ,ერთი ნათელია ბევრ რამეს გადააფასებს და რეალობაზე მაგრად დაფიქრდება.:) გააგძელე პოსტების წერა.ამ ბლოგმა ჩემი სახით ერთგული მკითხველი შეიძინა :)
ReplyDeleteufskrulivit madloba :)
ReplyDeleteიქნებ გააგრძელო ახალი პოსტების წერა :)
ReplyDeleteტოპ.ჯი-ზე პერსონალურ გვერდებს უკნიდან დავუყევი და ასე შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ბლოგი.
ReplyDeleteკიდევ ერთი დამთხვეული შემთხვევა ისაა,რომ ეს პოსტი ზუსტად 1 წლის წინაა დაწერილი.
პ.ს. გენიალური წერის მანერაა, საწყენია რომ ბოლო პოსტია.
აშკარად იგრძნობა პოტენციალი ამ ხალხში:)
ReplyDeleteხალხო, გაიღვიძეთ, გადმოდით ვორდპრესზე და განაგრძეთ, რა :)