
ერთი სიტყვით ეხლა მინდა ჩემს სკოლაზე დავწერო. (დღეს მივქარე და მივედი. ისე ვარ ემოციებით დატვირთული, რომ არ გავუზიარო ვინმეს მოვკვდები)დილით ადრე გავიღვიძე. კი არ გავიღვიძე, ჩემმა ბინ ლადენის ბიძაშვილმა ბებიამ ტერორისტული აქტი მომიწყო,საბანი გადამხადა და გაიქცა. ესე ორიგინალურად გამაღვიძა და მონატრებული სკოლისაკენ ჰერი ჰერი ვქენი. გზაში მივხვდი, როგორ ძლიერ მომნატერებია ეს გზა, ერთი და იგივე სახეები ყოველ დილით სკოლისკენ მიმავალი.აგერ ისიც გამოჩნდა! მიუხედავად დახეთქილი, ჩამონგრეული და დაჩაჩანაგებული კედლებისა, როგორ ამაყად დგას!დგას და ელის მოსწავლეებს, ეს ცოდნის უშრეტი წყარო, მნათობი ბნელ უბანში.
შესასვლელში, კიბეებზე, სკოლის ღრმად პატივცემული გვამები ჩაკუზულან და ჩვეული სიდინჯით ბჭობენ რაღაცაზე. ჩავუარე გვერდით და აღმოჩნდა, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც საკუთარ დედებთან ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. (სიტყვიერად რა თქმა უნდა (ეს ხომ გასატეხი არ არის))შევედი ჰოლში და გამახსენდა ის გრძნობა, პირველად რომ შემოვდგი ფეხი ახლადგარემონტებულ სკოლაში (ნუ გაიკვირვებთ. გარეუბნელი ბავშვისთვის გარემონტებულ სკოლაში შესვლა უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე საერთოდ პირველად მისვლა)არასდროს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, უნახავ ბავშვზე რომ დატოვა სკოლის ჰოლმა. (აი ისეთმა ამერიკულ ფილმებში რომ არის ხოლმე)არც ის დამავიწყდება, როგორი იმედგაცრუება ვიგემე როცა გავცდი შემოსასვლელს და დერეფანში ამოვყავი თავი.მოკლედ, ამას თავი დავანებოთ. მე იმ დღესვე გადავწყვიტე, რომ რაც გააკეთეს ჩვენთვის ისიც კმარა. თუმცა მეორე დღეს კედელზე ნანახმა წარწერამ: რაც გააკეთეთ, ტრა*ში გაიკეთეთ... emo life 4ever, დამარწმუნა, რომ რაც გააკეთეს საკმარისი კი არა ზედმეტიც იყო. გზაზე დამრიგებელს გადავაწყდი. გამარჯობათ მეთქი ვუთხარი. ქართული ენის დამახინჯებაში კიდევ ერთხელ რომ არ მიმეღო მონაწილეობა და ადამიანურად მეთქვა გამარჯობა,იწყენდა... გამლანძღავდა ქართული ენის პედაგოგისათვის შეუფერებელი სიტყვებით. დაბოლოს იმასაც შემახსენებდა, რომ მისი ტოლი არ ვარ და არც მისი ამხანაგი. დამრიგებელთან ამ არასახარბიელო შეხვედრის შემდეგ კლასს მივაშურე... კლასი და კლასელები მომნატრებია...პარადოქსია... ვფიქრობდი ჩემთვის და კლასს ვუახლოვდებოდი, ამ დროს რაღაც საზარელი ხმა გაისმა, ჩემი კლასის კარს ვიღაც დაეტაკა, ერთი წამის შემდეგ გაიღო, იქიდან უკვე წვერ-ულვაშიანი ახალგაზრდა გამოვარდა და ბღავილითა და თავის ასაკთან შეუფერებელი უცნაური კუნტრუშით საპირფარეშოსკენ გაიქცა.კლასიდან მეორე გამოკუნტრუშდა და ამ უკანასკნელმაც ბღავილით:მომაწეინეთ! მომაწეინეთ! ტუალეტს მიაშურა. შევედი კლასში და უცნაური აგებულების ერთ გოგოს აღმოხდა: ვაააა! რა კაცი! (შემზარა ამ შაბლონმა)მეორე უფრო უცნაური აგებულების გოგო დაიჭყანა, ცხვირი აბზიკა და ფანჯრიდან დაიწყო თემქის ხედებით ტკბობა.ჩემს მერხთან მივედი. მინდოდა ხელი გადამესვა, მოვფერებოდი, მაგრამ მივხვდი არ ღირდა. იმ დონემდე იყო ამოჩიჩქნილი, კანს ზედ დავტოვებდი. ზედ ჩემი დაწერილი იყო, არის და იქნება-ზე ვიღაცას მიეწერა შამილი.ზარის დარეკვას სულგანაბული ვუცდიდი... ... ... და აი, დაიწყო გაკვეთილი! მასწავლებელიც მოვიდა, დაჯდა. ბავშვებსაც გვითხრა დაბრძანდითო, მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ ამდგარა.და სწორედ მაშინ, როცა მე საინტერესო საუბრისთვის ვემზადებოდი, მასწავლებელმა თქვა , რომ ძალიან დაღლილია და მთავარია ჩუმად ვეყაროთ თორემ ისე თავშიც ქვა გვიხლია.გულმხურვალე აპლოდისმენტების და მადლობების თანხლებით, კომფორტულად მოეწყო ადგილზე და ტელეფონი ამოიღო.(როგორც წესი თამაშობს ხოლმე, მაგრამ დღეს ესემეს-ფართი ჰქონდა)დიდხანს ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ კარტს, როგორ ისვამდნენ პომადას არცთუ ისე სასიამოვნო შესახედაობის "მანდილოსნები". მერე ჩემი კლასელის დაბრკოლებებითა და პრობლემებით აღსავსე ცხოვრების ეპიზოდებსაც ვუსმინე.(თუმცა დავასკვენი, რომ არანაირი პრობლემა არ გააჩნია გარდა იმისა, რომ მამამისს მისი იმედი არ აქვს(რა თქმა უნდა თვითონ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს)მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგძელო და ეს ისედაც გაწელილი პოსტი უფრო არ გავწელო, ვიტყვი, რომ დღეს ბევრ რამეს მივხვდი...და ყველაზე მთავარი... რა ჯანდაბა მინდოდა? სად მივდიოდი?

ესე იტყოდა ზეკაცი...
mec eg kitxwa mak kowel dilit : ) sad jandabashi miwdiwar...
ReplyDeleteეეეეჰ ჩემი ბავშვობა გამახსენდა ჩემი ტანძია :))))
ReplyDelete4ე წელია სკოლა დავამთავრე და ახლა მივხვდი როგორ მომნატრებია :((( სიგარეტის ბოლში გატარებული გაკვეთილები... მასწავლებლის კითხვაზე ვინ იცის გაკვეთილი, ამტყდარი ხარხარი... ეეეეჰ შკოლა ეტო რადასწ ჩილოვეკა :))))))))